ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია
2006 წლის 21 სექტემბერს, ჩვენი დასახლების ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი
ფურცელი ჩაიწერა გუმათჰესის ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერის ტერიტორიაზე, სადაც პირველად
ჯვარი იყო აღმართული, ხოლო მოგვიანებით მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით საფუძველი
ჩაეყარა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარს.
ჯვრის ლოცვა-კურთხევის დროს გაჩნდა
აზრი, აქ აგებულიყო პაწაწინა საყდარი,
რომელიც ჩვენს პატარა უბანს გაამდიდრებდა და
სულიერად „საუკუნო საგზლით“ ასაზრდოვებდა. მამა იოანე (მიხელიძე) ჯვართან ყოველ ოთხშაბათს
პარაკლის აღავლენდა. ეკესიის მშენებლობა თითქმის 10 წელი გაგრძელდა სა მთელი ამ ხნის
განმალობაში, როგორც ლითონი ისე იწვთობოდა
თითოეული გუმათელის სული და გული, თავისი მონდომაება , სიყვარული საძირკვლად ჩაუდევს
ტაძარს და დღეს ამაყად, მფარველ ანგელოზად დგას. ამ დიდებულ საქმეში მრავალმა ადამიანმა
შეიტანა წვლილი, მათი ჩამოთვლა ფაქტიურად შეუძლებელია, მაგრამ შეუძლებელი არ ვახსენოთ
ჩვენი ყოფილი მაჟორიტარ-დეპუტად ზაზა ლომინაძეზე მან საბოლოოდ დააგვირგვინა წამოწყებული
კეთილი საქმე, აზალი სიცოცხლე ჩაბერა ჩვენი ეკლესიის მშენებლობას ამ ადამიანმა არაფერი დაიშურა ტაძრისათვის ყველა აუცილებელ დეტალზე თავად იზრუნა შემოღობილ „ფერანგჩაცმულ“ ტაძრის სამრეკლოზე უზარმაზზარი ზარები დაიკიდა რომლის ხმა ესმის არამარტო გუმათის მაცხოვრებლებს არამედ ჩვენი უბნის მოსაზღვრე ყველა სოფელს. დღეს ეს „უფლის სახლი“ ჩვენი უბნის თვალი, სიამაყე და სულის ნავსაყუდელია.
No comments:
Post a Comment