ჩვენი სკოლა

      ჰესის1958 წლის 2 ოქტომბერს ჰესის მშენებელი მუშებისა და ინჟინერ-ტექნიკური აპარატის დაძაბული მუშაობის შედეგად ამუშავდა N1 ჰესი.მუშა-ხელის გაზრდამ და მოსახლეობის გამრავლებამ დღის წესრიგში დააყენა ყველაზე აუცილებელი საკითხი - საჭირო გახდა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულების, სკოლის გახსნა.

   იმდროინდელი მთავრობის მზრუნველობით 1953 წელს გაიხსნა ქუთაისის რაიონის დაბა გუმათის რვაწლიანი სკოლა
    სკოლის ახალი შენობა აიგო 1957 წელს რიონის მარცხენა სანაპიროზე. სკოლას აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი სორმონი, სამხრეთით - სოფ.ჯიმასტარო და ჩრდილოეთით - სოფელი რიონი.
ქუთაისის რაიონის გაუქმებასთან დაკავშირებით ტერიტორიულად დაბა გუმათჰესი შეუერთდა ქალაქს და ეწოდა . ქუთაისის 28- შვიდწლიანი სკოლა, ხოლო 1963- 64 სასწავლო წლიდან ატარებს ისევ რვაწლიანი სკოლის სტატუსს.
   
1966 წელს რვაწლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად და ეწოდებოდა ქუთაისის 28- საშუალო სკოლა. დღეისათვის სკოლის სრული დასახელებაა - სსიპ . ქუთაისის N28 საჯარო სკოლა.
   სკოლის დაარსების დღიდან 1953-54 სასწავლო წლებში დირექტორად მუშაობდა .აბრამიშვილი, სასწავლო ნაწილის გამგედ .ვოლკოვა, 1954-55 წლებში დირექტორად .ვოლკოვა, სასწავლო ნაწილის გამგედ .უგულავა. 1955-56 სასწავლო წლიდან 1960-61 სასწავლო წლამდე სასწავლო ნაწილის გამგედ .აბაშიძე. 1958-74 სასწავლო წლებში დირექტორად მუშაობდა ივ.გოგრიჭიანი, სასწავლო ნაწილად .ბრეგაძე. 1974-75 სასწავლო წლებში დირექტორად მუშაობდა .მშვენიერაძე, 1975-80 სასწავლო წლებში .ბენიძე. 1981-85 სასწავლო წლებში .თუთბერიძე, სასწავლო ნაწილი .ბრეგაძე, 1986-90 სასწავლო წლებში .წივწივაძე, სასწავლო ნაწილად - .მეტრეველი, 1990-2008 წლებში .მშვენიერაძე 2008-2015 სასწავლო წლებში .ჯიშკარიანი, სასწავლო ნაწილი .ჩუბინიძე.
     . ჯიშკარიანი, რომელიც აღიზარდა ამავე სასწავლებლის კედლებში, წლების განმავლობაში თავად იყო სკოლის დირექტორი ჯერ წყალტუბოს მუნ. სოფ. გუმათის არასრული საჯარო სკოლაში, შემდეგ კი სათავეში ჩაუდგა მშობლიურ სკოლას და ამჟამად ასევე წარმატებით უძღვება .ქუთაისის .ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლას.  
მურად ჯიშკარიანი
    აღსანიშანვია ის ფაქტი, რომ დღეს მოქმედი პედაგოგების უმრავლესობა სწორედ ამ სკოლის კედლებში დაფრთიანდა, დაუბრუნდა მშობლიურ ბუდეს და ერთგულად ემსახურება მომავალი თაობების აღზრდის საქმეს ( .ბარათაშვილი, . კაპანაძე, .აფხაიძე, .ჩუბინიძე (დირექტორის /), . ფურცხვანიძე, .ახალკაცი, ,ახალკაცი, . მაჭანკალიძე. .კიბაბიძე, . სალუქვაძე, .ავალიანი-ბიბლიოთეკარი).
ნესტან ხუციძე
    სკოლამ არსებობის განმავლობაში ბევრი სახელოვანი, წარმატებული ადამიანი აღზარდა, მათგან აღსანიშნავია: . გორგოძე, .გვაძაბია, .ცნობილაძე, .ტეხოვი,- ეს ის სახელოვანი სპორტსმენები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში გვახარებდნენ თავიანთი წარმატებული თამაშითტორპედოსსაფეხბურთო კლუბში , მთელი ეპოქა შექმნეს ამ სპორტის ისტორიაში და ასახელეს მშობლიური ქალაქი ქუთაისი.
     28- საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები 
დღესაც წარმატებულნი არიან და მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში: . შავგულიძე (პროფესორი მექანიქა-მათემატიკის დარგში
ნინო ხურციძე
მაგდა ბაქრაძე
ბერლინის უნივერსიტეტი ასოცირებული პროფესორი), . შავგულიძე (ექიმ-კარდიოლოგი), .გოცირიძე ( ექიმი. ქუთაისის N3 სამშობირო სახლი, პედიატრიული განყოფილების გამგე), .ასათიანი (გუმათის მუნიციპალიტეტის გამგე ), . სანაძე (ექიმ-თერაპევტი), . ტყეშელაშვილი (მსოფლიო ჩემპიონი ბრძოლა წესების გარეშე), . ტყეშელაშვილი (მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში), .უკლება (საქართველოს ჩემპიონი ნიჩბოსნობაში), . კანთელაძე ( საქართველო ჩემპიონი ნიჩბოსნობაში), . სალუქვაძე (ინჟინერი, რიონჰესის გენერალური დირექტორი), .გეგეშიძე ( პროფესორი ისტორიის დარგში), .მორგოშია ( პროფესორი ფიზიკის დარგში), . გოგელიძე ( აჭარის ჰესის დირექტორი), .ახალკაცი (პოეტი), . მიქაუტაძე (დამსახურებული ტრეინერი ფეხბურთში და ყოფილი სსრკ დამსახურებული მსაჯი), .კახიძე ( ქუთაისის ყოფილი პოლოტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი),  და სხვ.
   ჩვენმა სკოლამ აღზარდა დირექტორები: მურად ჯიშკარიანი (სსიპ ქ ქუთაისის N2  ი.
ცირა ჩუბინიძე
ოცხელის სახელობის საჯარო სკოლა), ნესტან ხურციძე (სსიპ ქ ქუთაისის N23 საჯარო სკოლა), ნინო ხურციძე (სსიპ ქ თბილისის N32 საჯარო სკოლა), მაგდა ბაქრაძე (წყალტობოს მუნიც. სოფ. რიონის სერგეი მესხის სახელობის საჯარო სკოლა), ცირა ჩუბინიძე (სსიპ ქ ქუთაისის N 28 საჯარო სკოლა).

            2011 წლის ზაფხულში განათლების სამინისტროს ინიციატივით სკოლის შენობას ჩაუტარდა შიდა რეაბილიტაცია, მოწესრიგდა საკლასო ოთახები, აშენდა ახალი შენობა სველი წერტილებით, გამდიდრდა და განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რამაც პედკოლექტივის, მშობლების, მოსწავლეების დიდი კმაყოფილება და სიხარული გამოიწვია.
ნანა ახალკაცი                 ცირა ჩუბინიძე
(სსიპ ქ ქუთაისის N28 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია)
    სკოლის ყველა თანამშრომელს ეამაყება ქუთაისის 28- საჯარო სკოლა. აქ სუფევს სიყვარული, უერთიერთგაგება, თანამშრომლობა, პატივისცემა, კოლეგიალობა, საქმისადმი ერთგულება და თავდადება. სკოლას დიდი ისტორია აქვს და დღემდე ერთგულია აქ დამკვიდრებული ტრადიციებისა.

სსიპ ქ ქუთაისის N28 საჯარო სკოლის კოლექტივი




No comments:

Post a Comment