უბნის წარმატებული შვილები

     70-იანი წლების პერიოდში ქართული სპორტის არენაზე ახალი ვარსკვლავი ამობრწყინდა დიმიტრი (დიტო) შანიძის სახით. კურიოზული იყო მისი სპორტული დებიუტი: ერთ დეს სამსახურში(აბრეშუმკომბინატი) მუშაობდა და თან განცვიფრებული, ღიმილიანი სახით თვალს ადევნებდა  ოთხი, ფიზიკურად ძლიერი, ახალგაზრდის საქმიანობას, რომლებიც ეჯაჯგურებოდნენ 200 კგ-იან საღებავებით სავსე რკინის კასრს, რომ მანქანის ძარაზე შეეგდოთ. დიტომ დიდხანს უცქერა მათ ცოდვა-წამებას, შემდეგ მივიდა, დაავლო კასრს ხელი და შეაგდო მანქანის ძარაზე. ეს ამბავი სწრაფად მივიდა სპორტის ინსტრუქტორის, ვახტანგ მიქაძის, ყურამდე. ამ უკანასკნელმა არც აცია, არც აცხელა და დიტო შანიძე ქალაქის ძალოსნურ სექციაში მიიყვანა. ასე დაიწყო დიტო შანიძის სპორტული ცხოვრება. სულ რაღაც ერთ წელიწადში სპორტის ოსტატის ნორმა შეასრულა და რაც მთავარია, ღირსეულად დაიკავა ადგილი სსრ კავშირის ეროვნული ნაკრების გუნდში მსუბუქი წონის ძალოსანთა შორის. 
       დიტო შანიძემ ძალოსნობას სერიოზულად მოჰკიდა ხელი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა და სამგზის პრიზიორმა, ევროპის ექვსგზის ჩემპიონმა და ხუთგზის პრიზიორმა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებზე თხუტმეტგზის გამარჯვებულმა და რვაგზის პრიზიორმა, ასევე წარმატებით იასპარეზა მე-19 და მე-20 ოლიმპიურ თმაშებზე, სადაც 2 ოლიმპიური ვერცხლის მედალი დაიმსახურა. დამყარებული აქვს მსოფლიოს სამი რეკორდი: ორი აკვრაში – 153,5 კგ (1971), 156,0 კგ (1972) და ერთი სამჭიდში – 402,5 კგ (1972). იყო სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
დიმიტრი (დიტო) შანიძე

     სკოლამ არსებობის განმავლობაში ბევრი სახელოვანი, წარმატებული ადამიანი აღზარდა, მათგან აღსანიშნავია: 
გ. გორგოძე, მ.გვაძაბია, თ.ცნობილაძე, ზ.ტეხოვი,- ეს ის სახელოვანი სპორტსმენები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში გვახარებდნენ თავიანთი წარმატებული თამაშით „ტორპედოს“ საფეხბურთო კლუბში , მთელი ეპოქა შექმნეს ამ სპორტის ისტორიაში და ასახელეს მშობლიური ქალაქი ქუთაისი.
გრიგოლ მიქაუტაძე (საკავშირო კატეგორიის მსაჯი, ქუთაისის ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი)

No comments:

Post a Comment