მთავარი

      საქართველოს კუთხეთა შორის გამოირჩევა იმერეთი - მშვენიერი, წარმტაცი ბუნებითა და თბილი, მოსიყვარულე ხალხით, ბობოქარი წარსულითა და ხავსმოკიდებული ისტორიული ძეგლებით. იმერეთის გულისცემაა ჭაღარა ქუთაისი, მრავლისმომსწრე და მრავლისმნახველი. ქალაქს ამშვენებს და ისტორიულ  ელფერს ძენს ძველი უბნები: ცაცხვების ანუ გორა, ჯაჭვის ხიდის მიმდებრე ტერიტორიები. ქუთაისიდან დასავლეთით რომ გაუყვები მდინარე რიონის სანაპიროს, შენს წინაშე გადაიშლება წალკოტი, გოროზი გორებითა და ბუმბერაზი მთებით გარშემორტყმული გუმათის დასახლება.


No comments:

Post a Comment